logo_geo
„ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს“ - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს
- +

19 დეკემბერი. 2018. 21:07

 

 

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ არა­შენ­და­ში მცხოვ­რებ ფერ­მერს ჯერ­ჯე­რო­ბით დაუდგე­ნელ­მა პი­რებ­მა ვაშ­ლის ნარ­გა­ვე­ბი გა­უ­ჩე­ხეს. ალი­კა კო­პა­ძეს ბაღ­ში მის­ვლი­სას 127 ხე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დახ­ვდა. და­ზა­რა­ლე­ბულ ფერ­მერს მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გააჩ­ნია. AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ის ამ­ბობს, რომ სო­ფელ­ში არც უთან­ხმო­ე­ბა აქვს ვინმეს­თან და არც - რა­ი­მე გა­სა­ყო­ფი. კო­პა­ძის მო­საზ­რე­ბით, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი, სავარაუდოდ, შუ­რია.

 

ვი­ღა­ცას ალ­ბათ თვალ­ში მოხ­ვდა კარ­გად მოვ­ლილ-გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღი, წელს უკვე მოსავალიც მი­ვი­ღეთ, შე­შურ­და და ასე­თი რამ ჩა­­დი­ნა. სხვა არა­ნა­­რი ვერ­სია არ მაქვს, არავის­თან არას­დროს კონ­ფლიქ­ტი და დავა არ მქო­ნია", - ამ­ბობს ალი­კა კო­პა­ძე.

მისი თქმით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, სო­ფელ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გამოი­კი­თხა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩვენს სოფელ­ში ვინ­მე ასე მო­მექ­ცე­­და და ასეთ სი­ბო­რო­ტეს ჩა­­დენ­და. ხე­ხი­ლის ბაღი საცხოვრებე­ლი სახ­ლი­დან 1,5 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, სოფ­ლის გა­ნა­პი­რა­საა და შესა­ბა­მი­სად, დამ­ნა­ხა­ვი არა­ვინ ჩანს. 3-4 წლის ბა­ღია, წელს პირ­ვე­ლად მო­ის­ხა მო­სა­ვა­ლი. 528 ძირი ვაშ­ლის ხეა დარ­გუ­ლი და აქე­დან 127 ძირი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ნა­ჯა­ხი­თაა აჩეხილი. რო­გორც კვა­ლი აჩ­ვე­ნებს, სა­ვა­რა­­დოდ, ორი პირი იყო შე­სუ­ლი ბა­ღის ბო­ლო­დან და ასე მიყ­ვნენ ვაშ­ლის მწკრი­ვებს" - გა­ნა­ცხა­და ალი­კა კო­პა­ძემ.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სო­ფელ არა­შენ­და­ში ეს ხე­ხი­ლის ბა­ღის აჩეხ­ვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წი­ნაც მომ­ხდა­რა და მა­ში­ნაც კოპაძეების კუთ­ვნილ ბაღ­ში.

„1999 წელ­საც მოხ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა. მა­შინ მა­მა­ჩე­მის გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღი იყო, გაზაფხულზე, როცა ხე­ხი­ლი ყვა­­და, სწო­რედ მა­შინ აჩე­ხეს ვაშ­ლის ნერ­გე­ბი, ვერ გა­ვი­გეთ ვინ ჩა­­დი­ნა", - ამ­ბობს კო­პა­ძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი