logo_geo
ნუკა არველაძე კახა კალაძეს: ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები ხალხთან!
- +

19 დეკემბერი. 2018. 23:10

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე თბილისის მერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

„დიახ! არავის არ უნდა ქონდეს ილუზია რომ დაამხობს სახელმწიფოს!!!

ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები ხალხთან და ხალხი კი არასოდეს დაგტოვებს მარტო!“ - წერს არველაძე.

 

თბილისის მერი კახა კალაძე მომხდარ დაპირისპირებას და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.  დედაქალაქის მერის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა.

 

„გაკოტრებული პოლიტიკური პარტია საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი გაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

big_banner
არქივი