logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ტკივილიანი ორი წელი გავიდა უშენოდ ჩემო უსაყვარლესო მეგობარო...
- +

20 იანვარი. 2017. 19:19



მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე Facebook-ზე იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„გუშინ ორი წელი გახდა რაც არ მინახიხარ. დღეს ის დღეა, შენი შვილის საფლავიდან, რომ ვეღარ წამოხვედი. ტკივილიანი ორი წელი გავიდა უშენოდ ჩემო უსაყვარლესო მეგობარო...", - წერს გამცემლიძე.


იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული მისი შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს.


მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.


იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში იბრძოდა პროტესტის სხვადასხვა ფორმებით იმისათვის, რომ გამოძიებას სიმართლე დაედგინა მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.


ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში საშა ხუბულოვთან ერთად ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია.


 

big_banner
არქივი