logo_geo
სანდრო ბრეგაძე: თითქოს არაფერია - ჩემი ბავშვობის მუსიკაა, მაგრამ ეს მუსიკა მთელი ცხოვრებაა...
- +

25 დეკემბერი. 2018. 12:12

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თითქოს არაფერია - ჩემი ბავშვობის მუსიკაა, მაგრამ ეს მუსიკა მთელი ცხოვრებაა, შაბათი საღამოა, ჩემი პატარა დაა, ჩემი მშობლებია, კინოს სანახავად ამოსული ჩემი მეზობელია! ის დროა, როდესაც პოლიტიკის გამო ერთმანეთი არ გვძულდა, ის დროა, როდესაც ერთმანეთი გვიყვარდა, ის დროა, თბილისის დინამოს თამაშზე მთელი ეზო რომ ერთად მივდიოდით და წვიმიან, ბრიტანულ ამინდში ლივერპულს რომ ვამარცხებდით! ეტყობა, ასაკის ბრალია - იმ დროის სურნელი მომენატრა...

 

მოკლედ, კარგი დრო იყო, დიდებული ადამიანებით და ჯერ კიდევ დაპყრობილი საქართველოთი“, - წერს ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი