logo_geo
შოთა არველაძე: მან შექმნა ეპოქა და მან შეცვალა ფეხბურთი უკეთესობისკენ
- +

21 იანვარი. 2017. 02:11



ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ჰოლანდიელი კოლეგის ლუი ვან გაალის კარიერის დასრულებას ეხმაურბა. არველაძე ვან გაალთან ერთად მრავალი წელი მუშაობდა.


„26 წლიანი მუშაობის შემდეგ, ლუის ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. მინდა ლუის ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ჯერ როგორც ფეხბურთში მოღვაწე ადამიანმა, შემდეგ როგორც ფეხბურთელმა და ბოლოს, როგორც მისმა კოლეგამ...

 

მან შექმნა ეპოქა და მან შეცვალა ფეხბურთი უკეთესობისკენ. იგი ქმნიდა გუნდებს, მხოლოდ გამარჯვებისთვის და მხოლოდ განსაკუთრებული სტილისთვის. მას შეეძლო ის, რაც უამრავ მწვრთნელს არ შეუძლია და ვერც შეძლებს.

 

ვიყავი და ვრჩები ადამიანად, რომელიც ყოველთვის მისი მადლიერი იქნება. მინდა მას ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

 

როცა ლუის ასისტენტი გავხდი, მაშინვე შეკრებაზე წავედით. ვარჯიშების წინ, მას კარგი ატმოსფეროს შექმნა უყვარდა, სტაფის ყველა წევრს ერთად კრებდა, ფეხბურთელების გარდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი კვლავ ერთად ვიკრიბებოდით. პირველი ვარჯიშის შემდეგ, ღამის 11 საათზე ავდექი და დასაძინებლად წავედი. ასე მოვიქეცი მეორე დღესაც, მესამედ კი ლუიმ გამაჩერა და მკითხა რატომ გარბიხარ ასე ადრე დასაძინებლად, აქ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ერთმანეთს აზრები გავუზიაროთო. მწვრთნელები, ექიმები, მასაჟისტები საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ, ვარჯიშსა და განვლილ დღეს აფასებდნენ.

 

ლუის ვუპასუხე, როგორ შენ არ გაგვაფრთხილე რომ 11-საათზე უნდა გვეძინოს მეთქი? ლუიმ მიპასუხა, დაგავიწყდა რომ ფეხბურთელი აღარ ხარო? უკვე მწვრთნელი ხარო. პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე, ავტომატურად ფეხბურთელის რეჟიმით ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შემდეგ საღამოობით ერთად ყოფნა და განვლილი დღის განხილვა ტრადიციად იქცა", - წერს არველაძე. 


 

big_banner
არქივი