logo_geo
ირაკლი შონია: ჩემთვის საამაყო იყო მის გვერდით ქუჩაში მევლო
- +

21 იანვარი. 2017. 12:23


 


ძალიან მიყვარდა ეს ორი ადამიანი, საუკუნო ხსენება და არ დავიწყება მათ" - ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში მიხეილ დიდებულიძესა და მელორ წურწუმია იხსენებს.


ეროვნული მოძრაობის გამორჩეული, კოლორიტი ადამიანები ჩოხოსანი მიხეილ დიდებულიძე და ბაბუ, იგივე მელორ წურწუმია. მათ სრულად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ მათ რომ ვიცნობდი, მათგან სიკეთის და ყურადღების გარდა არაფერი მახსენდება... ერთ-ერთ ხალხმრავალ მიტინგზე ბაბუს მხრებზეც კი ვყავდი შემოსმული, მაშინ მე სკოლის მოსწავლე ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ ორივე უკვე ხანდაზმული პიროვნებები იყვნენ, ბევრ ახალგაზრდას აჯობებდნენ ენერგიულობით, სულის ხალასით და რაც მთავარია ორივე ადამიანი მხოლოდ ეროვნული იდეებით ცოცხლობდა... ბაბუ უფრო ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვეღარ გაუძლო დევნას, დაპატიმრებას, ერთ-ერთ მიტინგზე სასიკვდილოდ ცემას, სოციალურ გაჭირვებას... უაღრესად განათლებული იყო, რამდენიმე უცხო ენა იცოდა და პეტერბურგში ჰქონდა უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული, შევარდნაძის ელიტისთვის კი ისიც უბრალო, გლეხუჭა იყო, პროვინციელი ფაშიზმის მიმდევარი და მიუღბელი... ასეთივე მიუღებელი იყო და გაუგებარი მიხეილ დიდებულიძეც, მართლაც დიდებული ადამიანი... მახსოვს ერთ-ერთ მიტინგზე მივდიოდი და ბატონი მიხეილ გზაში შემხვდა, პირდაღებული ხალხი უყურებდა, ვერ გაეგოთ რატომ ეცვა ჩოხა ან ხანჯალი რატომ ეკეთა მოსირმულ, შინდისფერ ჩოხა-ახალუხზე, ჩემთვის კი საამაყო იყო მის გვერდით ქუჩაში მევლო... ძალიან მიყვარდა ეს ორი ადამიანი, საუკუნო ხსენება და არ დავიწყება მათ" - წერს ირაკლი შონია.



 

big_banner
არქივი