logo_geo
ამირან გიგუაშვილი: ეს ამბავი ზაზა ხატიაშვილს მოვუყევი - გაეცინა, შენ რასაც ამბობ ეგ მურუსიძე ყველაზე კარგი მურუსიძე ყოფილაო!
- +

28 დეკემბერი. 2018. 03:07

 

პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

 

„ერთს მეც ვიტყვი მურუსიძეზე. დიდი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. 2007 წლის ნოემბერში, როცა უახლოესი მეგობრებიც კი ერიდებოდნენ ჩემთან კომუნიკაციას, ან მე ვერიდებოდი, რომ საფრთხეში არ ჩამეგდო ისინი. ტელეფონმა დამირეკა. ლევანი იყო და სადმე არ გინდა ლუდი დავლიოთო. მახსოვს ვაჟაზე, ძველ ტიფლისში შევხვდით. მეუღლესთან ერთად ვიყავი. ხინკალი ვჭამეთ და დიდხანს ვილაპარაკეთ ყველაფერზე და არაფერზე. იმის მერეც ეგრე გაგრძელდა, ორ ან სამ წელში ერთხელ სადმე რომ შეხვდები და მოიკითხავთ ერთმანეთს, მაგრამ როგორღაც ის ზარი სულ მახსოვს. ჰო, მართლა უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე იყო მაშინ და ქუჩის მხარეს, გამჭვირვალე შუშაბანდთან ვისხედით. და კიდევ არც ლუდი მიყვარს და არც ის მომწონს, რაც ეხლა ხდება სასამართლოში. ძალიან არ მომწონს და სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს, მაგრამ ზოგჯერ ერთი კათხა ლუდის დალევაც დიდი ვაჟკაცობაა... პ/ს ეს ამბავი ზაზა ხატიაშვილს მოვუყევი ადრე და გაეცინა, შენ რასაც ამბობ ეგ მურუსიძე ყველაზე კარგი მურუსიძე ყოფილაო“ ,- წერს ამირან გიგუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი