logo_geo
გია კორკოტაშვილი მეუფე პეტრეს: ვგონებ, მეტი მოგეთხოვებათ...
- +

29 დეკემბერი. 2018. 16:49

 

„ქართული მარშის“ წევრი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება, ის სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას“ - ეს ბერი გაბრიელის სიტყვებია... იმ გაბრიელის, რომლის მოსალოცად არა მარტო ქართველი, არამედ სრულიად მართლმადიდებელნი ჩამოდიან საქართველოში და მისი სასწაულებით და მადლით შემოსილები ბრუნდებიან შინ. სწორედ მამა გაბრიელის სიტყვები გამახსენდა, როდესაც რიგი სასულიერო პირების მხრიდან პატრიარქის აუგად მოხსენიებას მოვკარი ყური. მოკვდავნი ვართ და ყველას საბოლოოდ უფლის წინაშე მოგვიწეს წარდგომა - იმ უფლის, მეუფე პეტრევ, რომელსაც ვემსახურებით და ვუმადლით ყოველ დღეს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უყვარს და რომლისთვისაც „ნაციც“, „ქოციც“ და უპარტიოც შვილია, უბრალოდ განსხვავება ჩვენ - ერში მყოფებსა და თქვენ - ბერობაში მყოფებს შორი ის არის, რომ თქვენ ღვთის წინაშე აღთქმა გაქვთ დადებული და ვგონებ, მეტი მოგეთხოვებათ. აღარ ჩავუღრმავდები ვალდებულებებს და პირდაპირ საქმეზე გადავალ - ძალიან ბევრი შეკითხვები ჩნდება საზოგადოებაში თქვენს „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებით. რას და ვის ემსახურება თქვენი სისტემატური გამოსვლები და გაურკვეველი კრიტიკა? ფაქტია, ვიღებთ ქაოსს და დესტაბილიზაციის მცდელობას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ძალის გასაძლიერებლად, არეულობის შესაქმნელად. ჯერ ისაა ერთი უბედურება, რომ სრულიად მართლმადიდებლური სამყარო წაეკიდა ერთმანეთს და მეორე ის, რომ ამ თემას თქვენ შიდა განხეთქილებისთვის იყენებთ და პატრიარქის ლანძღვაზე გადადიხართ.

 

ცუდი გეგმის ნაწილს ვხედავ, რეგიონალური დაპირისპირების გაღვივების, ქართველთა გადამტერება-გადაკიდების, მორიგი სისხლისღვრის, დესტაბილიზაციის შემოტანის დაუოკებელი სურვილი არ გასვენებთ. ძალიან კარგად იცით პატრიარქის მიმართ მოსახლეობის დიდი ნდობა და სიყვარული - დამოკიდებულება, და ისიც რომ მისი ღვაწლი უდიდესია ქვეყნის წინაშე, ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არყევენ ბოროტი ძალები და ის მაინც დგას ღვთის შეწევნით! ისიც მოგეხსენებათ, რომ ახლა, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს, თქვენი განცხადება ზურგში დანის ჩარტყმაა და ამას არც ღმერთი და არც ხალხი არ გაპატიებთ. არ ვიცი, რა გეგმები გაქვთ, მაგრამ წინასწარ გეუბნებით - არაფერი გამოგივათ. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და სრულიად საქართველო.

 

მომიტევეთ ჩემი კადნიერება ხმამაღლა ჩემი სუბიექტური აზრის გამოთქმისთვის!!!“ - წერს კორკოტაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი