logo_geo
ზაზა დავითაია: ახლხან შემატყობინეს...
- +

31 დეკემბერი. 2018. 11:46

 

„ახლხან შემატყობინეს... საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 30 სექტემბერს ჩემზე (ზაზა დავითაიაზე) თავდამსხმელ 15-დან 2 „თავისუფალი ზონის“ წევრს, ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას აღმკვეთი ღონისძიება - გირაოთი თავისუფლება - პატიმრობით შეუცვალა. მითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო იმიტომ, რომ ჭკადუა და გოგოხია მართლმსაჯულებას უცხოეთში დაემალნენ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეორე საკითხია - რატომ გაჭიანურდა 4 წლის წინ ჩემზე თავდასხმის გამოძიება, იმ ფონზე, როცა „ნაცებს“, ლიბერასტებს, ნარკომანებს და პიდარასტებს როგორც კი თავზე ბეწვი შეერხევათ, მაშინვე დგება შედეგები... არადა, მათი თავდასხმის შემდეგ მე სერიოზულად შემერყა ჯანმრთელობა! განაჩენი იანვრის პირველ ნახევარში დადგებაო - მითხრა კომპეტენტურმა ინფორმაციის წყარომ.

 

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ - ჩემზე თავდამსხმელებისთვის მე არ მიჩივლია. საქმე პოლიციამ მომხდარ ფაქტზე აღძრა, თუმცა მას შემდეგ 4 წელზე მეტი გავიდა!

 

ისიც გაურკვეველია, ადამიანებს, რომლებიც გირაოთი იყვნენ თავისუფლები, რად ეძლეოდათ საზღვრის გადაკვეთის უფლება - განა ცხადი არ იყო, რომ გადამწყვეტ მომენტში ისინი მართლმსაჯულებას დაემალებოდნენ? მითუმეტეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ადამიანებმა კიდევ მრავალი ადმინისტრაციული დარღვევა ჩაიდინეს. სწორედ ესენი იყვნენ, სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციაზე მისულ შს მინისტრს და პარლამენტარებს შეურაცხყოფა რომ მიაყენეს. ეს გუნდი დღემდე აგრესიით გამოირჩევა, სინანულის ნატამალიც არ გამოუხატავთ აქამდე“, - წერს დავითაია.

 

 

big_banner
არქივი