logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: ახალ წელს გაგონილი...
- +

3 იანვარი. 2019. 13:21

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახალ წელს გაგონილი:

 

- ეს ანანასი ქართულია?

 

- ქალბატონო, ამ ნიგოზს სინჯავთ თუ სადილობთ?

 

- გუშინ დავკალი, ქალბატონო, რას ჰქვია ინძრევა.

 

- ხელფასი აღარ მაქვს, ტაქსს მივეცი საბურთალომდე.

 

- ამ გოგოს ცუდი სუნი ეცა თუ ეგეთი ცხვირი აქვს?

 

- რომ მოუკიდებ, უნდა გადააგდო, შვილო, არ გტკივა მაინც?

 

- მეკვლედ ნუღა მოდის დედაშენი, ხომ ხედავ, დედა აღარ გვყავს!

 

- უკაცრავად, ხაშში ეს ვისი თვალებია?

 

- სადა ვარ, ის მაინც მითხარით, რა გაცინებთ.

 

- მცემეს თუ დავეცი?

 

- ღმერთის დაბიდუბი შენმა დებილმა დაქალებმა გასწავლეს?

 

- აღდგომამდე აღარ დაიბან, ხომ?

 

- ამ სანთელს რამხელა შუქი აქვს-მეთქი, ძლივს ჩავაქრეთ ფარდა...

 

თამრო ოქრუაშვილისაგან“, - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი