logo_geo
აკა სინჯიკაშვილი: ურნასთან ნაპოვნი ბავშვები დღეს თბილისიდან სახლში დაბრუნდნენ
- +

3 იანვარი. 2019. 22:13

 

 

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინწინ, ურნასთან ნაპოვნი ბავშვები დღეს თბილისიდან სახლში დაბრუნდნენ. დედაც მათთანაა და ბებოც. ნამდვილი ახალი წელი ამ სახლშიც დადგა. ბავშვებს უკვე აქვთ ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამი თვის საჭმელი, ახალი მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, წვრილი ტექნიკა, ექნებათ ზაფხულამდე სამყოფი შეშა, ზაფხულამდე გადავუხადეთ გადასახადები, ეზოში ექნებათ წყალი, რომელიც არასდროს ჰქონიათ. და რაც ყველაზე ძალიან გაეხარდათ, არის სათამაშოები, რომელიც ბევრ ბავშვს შეხვდა სოფელში. დანარჩენი ტანსაცმელი და ნივთები ქარელის სოციალურ სამსახურში მივიტანეთ და სხვა სოციალურად დაუცველებს გაუნაწილებენ. ოჯახი დღეს ინახულეს გამგეობისა და სოციალურის თანამშრომლებმა და ყურადღებას მიაქცევენ, რისთვისაც მადლობა. ბავშვები არასდროს აღარ მოძებნიან საჭმელს ურნაში და თქვენ ყველას უამრავი მადლობა ამისთვის. #სიკეთეგადამდებია“,- წერს სინჯიკაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი