logo_geo
თეიმურაზ შაშიაშვილი: ავტორიტეტებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, არამედ თაყვანს ვცემდეთ
- +

5 იანვარი. 2019. 03:32

 

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ეს დიდი მოვლენაა: მწვერვალს 3880 მეტრზე მყინვარწვერის მიმდებარედ, უდიდესი სპორტსმენისა და მოაზროვნის, რომან რურუას სახელი ეწოდა.

ქართულ სინამდვილეში ეს პირველია, როცა მწვერვალს სპორტსმენის სახელი ეწოდა. ეს სიუპრიზი ბატონ რომანს იმერელმა მთამსვლელებმა უძღვნეს და ამ კეთილ საქმეს სათავეში ცნობილი მთამსვლელი, მერაბ ნემსიწვერიძე ედგა.

შესაბამისი სერტიფიკატი ბატონ რომანს 19 იანვარს, ნათლიღებას გადაეცემა.

ვამრავლოთ კეთილი საქმეები, ავტორიტეტებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, არამედ თაყვანს ვცემდეთ, პატივს მივაგებდეთ,მადლიერებას გამოვხატავდეთ!“,- წერს შაშიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი