logo_geo
ბაკურ სვანიძე: ამ წამლის მიღების შემდეგ ჩიტივით ვიყავით მთელი ოჯახი! არანაირი გრიპის სიმპტომი!
- +

6 იანვარი. 2019. 22:43

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მდიდარი გამოცდილება ცივ ქვეყნებს აქვთ! ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცივი ქვეყანა არის რუსეთი. სწორედ რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ჩემი ბიძაშვილისგან გავიგე პრეპარატ „კაგოცელის“ შესახებ. ეს იყო 2015 წელს. როდესაც ის იყო ჩამოსული სტუმრად ჩვენთან და გვქონდა ლამის მთელ ოჯახს გრიპის ვირუსის მცირე სიმპტომები, მან გვითხრა, რომ მიგვეღო პრეპარატი „კაგოცელი" და ეს იყო გრიპის პროფილაქტიკის უებარი საშუალება. ქართულ აფთიაქებში „კაგოცელი" რომ ვიკითხეთ, რაღაც უცნაურად შემოგვხედეს. ძნელად იშოვება - თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან ცოტა ადამიანი კითხულობს ამ პრეპარატს.

 

2 დღის განმავლობაში ამ წამლის მიღების შემდეგ მართლა ჩიტივით ვიყავით მთელი ოჯახი! არანაირი გრიპის სიმპტომი, არც „მისავათების" შეგრძნება და არაფერი!

 

მოგვიანებით, პოლიკლინიკაში რომ მივყევი დედაჩემს, ისე, სხვათა შორის ვკითხე ექიმს, რომ თუ გაუგია ეს პრეპარატი და რატომ არ ეუბნებიან ჩვენში პაციენტებს რომ მიიღონ „კაგოცელი"? იგივე ვიკითხე მეორე პოლიკლინიკაში, სადაც მერე საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო გადავედით. პასუხი ორივეგან ერთი იყო - ეს რუსული წამალია და ჩვენ „გაიდლაინებით" არ გვაქვს რეკომენდაცია, რომ პაციენტებს რუსული წარმოების წამლები ვურჩიოთო!

 

რა ვიცი, ჩემი აზრით ამას იდიოტიზმი ჰქვია...

 

ინტერნეტშიც, ქართულად ძიების შემთხვევაში, ამ პრეპარატის შესახებ ბევრს ვერაფერს გაიგებ.. თუმცა რუსული ანოტაცია სასწაულებს გვიყვება ამ წამალზე... მე და ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზეც გამოვცადეთ და ეგ კი არა, იმის მერე სამი სეზონია სერიოზული გრიპი აღარ დაგვმართნია არც ერთს! ეს დამთხვევაა თუ არა, ვერ გეტყვით! ამის ექსპერიმენტულად კვლევის დრო არ მქონდა!

 

ეს მე 2015 წელსაც დავპოსტე და ვინაიდან ახლა ასეთი ამბებია ატეხილი გრიპთან დაკავშირებით, გავიმეორე!

 

მხოლოდ ჩემს სიტყვაზე ნუ ეტაკებით ახლა „კაგოცელს“. მაინც ჰკითხე ვინმე ნაცნობ და სანდო ექიმს!

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი