logo_geo
როგორ იშოვა თვითმარქვია ინგლისელმა „სტაიანშიკმა“ 7 მილიონი
- +

22 იანვარი. 2017. 23:10



უკვე მრავალი წელია, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, ზოოპარკის მახლობლად, 150 ავტომობილზე და 8 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომი მდებარეობს. ავტოსადგომზე მსუბუქი ავტომანქანის პარკირების საფასური 1,40 ფუნტია, ხოლო ავტობუსისთვის - 7 ფუნტი.


ბოლო 25 წლის განმავლობაში მძღოლებისგან  პარკინგის საფასურს ლამაზ უნიფორმაში გამოწყობილი, სიმპათიური შუახნის მამაკაცი კრეფდა.


ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცი, რომელსაც სამსახური არასოდეს გაუცდენია, პარკინგზე არ გამოცხადდა. როცა მომდევნო დღეებშიც იგივე განმეორდა, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ქალაქის მერიაში გადარეკა და პარკინგისთვის ახალი მეთვალყურე ითხოვა.


საკითხის შესწავლის შემდეგ მერიამ გაარკვია, რომ  ავტოპარკინგის ტერიტორია ზოოპარკის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მერიას აღნიშნულ პარკინგზე მეთვალყურე არასოდეს გაუგზავნია და მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის.


ზოოპარკის ხელმძღვანელობამ, რომელსაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მერიას საპასუხო წერილი გაუგზავნა.


მერიისა და ზოოპარკის გაოგნებული თანამშრომლები კარგა ხანს ითვლიდნენ თვითმარქვია „სტაიანშიკის" მიერ მიტაცებულ ფულს.


ადამიანი, რომელმაც თვითნებურად მოირგო პარკინგის მეთვალყურის უნიფორმა, დაამონტაჟა ტურნიკეტი და სალარო აპარატი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 560 ფუნტ სტერლინგს იღებდა, რამაც 25 წლის განმავლობაში, 7 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი