logo_geo
მანანა იმედაძე: ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ცრუ განცხადებებისგან... ისედაც გვეყოფა რა ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!
- +

10 იანვარი. 2019. 15:10

 

კომპოზიტორი მანანა იმედაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!“ - წერს იმედაძე.

 

შეგახსენებთ, 22 წლის სალომე ქემაშვილი გუშინ, ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალგაზრდა ქალს, H1N1-თან ერთად, საკმაოდ მძიმე დაავადება ჰქონდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი