„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მინდა, რომ 2019 წელი იყოს ამ ბავშვების სიხარულის წელი! ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში სიღარიბე გადავტეხოთ! ულამაზესი, უნიჭიერესი თაობაა, გულწრფელი, იმედებით სავსე. ნუ გავუცრუებთ ამ იმედებს! ვიმოქმედოთ! აღარაა ლოზუნგების დრო, ქმედებაა საჭირო“ , - წერს ინაშვილი.