logo_geo
გია მურღულია: თუ ვინმე ფიქრობს, რომ "ჯერ ადრეა"... ძალიან ცდება
- +

10 იანვარი. 2019. 23:48

 

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უკვე დღეს ის ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა და ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. ადამიანთა 99 % ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს და მათ თანამედროვე მიდგომებზე არც არავინ ესაუბრება. განათლების სისტემა აბსოლუტურად შესაცვლელია. ის, რასაც ჩვენი სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სთავაზობენ დღეს მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მზადებაა... გუშინდელი დღისთვის. ძალიან მალე ასეთი სკოლები და უნივერსიტეტები აღარავის დასჭირდება, ისევე როგორც... მასწავლებლები. ისინი სახესა და დანიშნულებას შეიცვლიან. ყველაფერს თანამედროვე ტექნოლოგიები შეცვლის და ადამიანისთვის ასეთ სამყაროში მხოლოდ ახალ განზომილებებში დარჩება ადგილი, რომელშიც ის საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს განავითარებს. შემეცნება, ინტუიცია, მხატვრული აზროვნება - აი, რა იქნება ამ განვითარების საფუძველი. რეალური წარმატების მისაღწევად ადამიანმა ის თვისებები და უნარები უნდა წამოწიოს წინა პლანზე, რომლებიც რობოტებს არ აქვთ და ვერც ექნებათ: კრეატიულობა, წარმოსახვა, ინიციატივა, ლიდერობა. განათლება აღარ დაეფუძნება დამახსოვრებას. ყველგან შეიქმნება საბავშვო და მოზრდილთა საგანმანათლებლო სერვისები. დიპლომი გაქრება, რადგან ცოდნა ვეღარ შემოიფარგლება რაიმე დროითი ან სივრცითი საზღვრით.

 

ვართ ჩვენ ამისთვის მზად?

 

თუ ვინმე ფიქრობს, რომ "ჯერ ადრეა" და კარგა ხანს ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის, ძალიან ცდება.

 

განათლების სისტემაში რევოლუციური იდეებია საჭირო და ამ იდეათა გასააზრებლად და სარეალიზაციოდ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მუშაობა.

 

დრო მხოლოდ იმათ არ ჩაგრავს, ვინც მას წინ უსწრებს , - წერს მურღულია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი