მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ
#არამიშა-დან #არამურუსიძე-მდე!
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, საქართველოს მოსახლეობის საღი ნაწილი აღაშფოთა და კიდევ ერთხელ მისცა შანსი "ქართულ ოცნებას" !
"ქართულმა ოცნებამ" არა თავისი 6 წლით მოიგო ეს არჩევნები, არამედ ნაცების 9 წლით - ეს ყველამ ვიცით.
მთელი 1თვე რუპორით ხელში მთელ თბილისში დავრბოდი და #არამიშას ვყვიროდი!
და მითხარით, რით განსხვავდება მიშასგან მურუსიძე?! მითხარით, რით განსხვავდება შემკვეთი შემსრულებლისგან?!
ეს ის დეპუტატები არიან, რომლებიც არის ჩემნაირი ხალხის ხმა პარლამენტში, ანუ ისინი, ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძე კლანის „სპისოკს“ ხელს არ აუწევენ!
თამარ ჩუგოშვილი
გედევან ფოფხაძე
ეკა ბესელია
ბიძინა გეგიძე
ლევან გოგიჩაიშვილი
ირმა ინაშვილი
( ვიცი რომ სია არასრულია).
დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილსაც ის პოზიცია აქვს, რაც მათ! დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძეც გამონახავს საერთო ენას მათთან და ამ ე.წ მოსამართლეების სიას გაფილტრავენ და საბოლოოდ უკეთესობისკენ შეცვლიან სასამართლოს სისტემას!
#წერტილი“ , - წერს შაკო კუჭაშვილი.