logo_geo
შაკო კუჭაშვილი: არამიშა-დან არამურუსიძე-მდე
- +

11 იანვარი. 2019. 01:33

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ

 

#არამიშა-დან #არამურუსიძე-მდე!

 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, საქართველოს მოსახლეობის საღი ნაწილი აღაშფოთა და კიდევ ერთხელ მისცა შანსი "ქართულ ოცნებას" !

 

"ქართულმა ოცნებამ" არა თავისი 6 წლით მოიგო ეს არჩევნები, არამედ ნაცების 9 წლით - ეს ყველამ ვიცით.

 

მთელი 1თვე რუპორით ხელში მთელ თბილისში დავრბოდი და #არამიშას ვყვიროდი!

 

და მითხარით, რით განსხვავდება მიშასგან მურუსიძე?! მითხარით, რით განსხვავდება შემკვეთი შემსრულებლისგან?!

 

ეს ის დეპუტატები არიან, რომლებიც არის ჩემნაირი ხალხის ხმა პარლამენტში, ანუ ისინი, ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძე კლანისსპისოკსხელს არ აუწევენ!

 

თამარ ჩუგოშვილი

გედევან ფოფხაძე

ეკა ბესელია

ბიძინა გეგიძე

ლევან გოგიჩაიშვილი

ირმა ინაშვილი

 

( ვიცი რომ სია არასრულია).

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილსაც ის პოზიცია აქვს, რაც მათ! დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძეც გამონახავს საერთო ენას მათთან და ამ . მოსამართლეების სიას გაფილტრავენ და საბოლოოდ უკეთესობისკენ შეცვლიან სასამართლოს სისტემას!

 

#წერტილი“ , - წერს შაკო კუჭაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი