logo_geo
თაკო გაჩეჩილაძე: მადლობა ღმერთს ამ გამარჯვებისთვის! ხალხის ამხელა სიყვარული არასდროს მიგრძვნია!
- +

23 იანვარი. 2017. 01:42



მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩემო საყვარელო ხალხო!!!

 

მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ!!! სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის!  მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ საქართველოს წარვადგენ კიევში, მაგრამ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ თქვენი რჩეული ვარ! ხალხის ასეთი გაერთიანება და ამხელა დოზით სიყვარული არასდროს მიგრძვნია!

 

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „საზოგადოებრივ მაუწყებელს", შესანიშნავი შოუსთვის!  ჩემ უნიჭიერესს და უსაყვარლეს მეგობარ ანრის, რომელმაც ჩემთან ერთად ღამეები ათენა ამ სიმღერის შექმნაში!

 

ჩემს მეგობრებს რომლებიც ბოლო წამამდე გვერდში მედგნენ! მადლობა ჩემ ოჯახის წევრებს! ყველა იმ ადამიანს ვინც იმუშავა ამ პროექტზე!

 

მე წარმატებებს ვუსურვებ ყველა დანარჩენ, უნიჭიერეს მონაწილეს!!!  ყველაზე დიდი მადლობა კი რაც მთავარია ჩემს გულშემატკივრებს! თქვენ საუკეთესოები ხართ!

 

P.S.  ჩამთვალეთ ძველმოდურად, მაგრამ მე ვუხდი მადლობას ღმერთს ამ გამარჯვებისთვის, რადგან მისი ნებაა ყოველივე!  მოკლედ, მადლობა ყველას! ძალიან მიყვარხართ და გპირდებით რომ კიევში აუცილებლად გასახელებთ და ღირსეულად წარვადგენ ჩვენ საყვარელ საქართველოს!!!!  მადლობა, მიყვარხართ!", - წერს გაჩეჩილაძე.


შეგახსენებთ, რომ თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში წარადგენს. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.


 

 

 

 

big_banner
არქივი