logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ბატონო ზაზა, ვითხოვ პატიებას...
- +

12 იანვარი. 2019. 02:03

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„11 იანვარი ზაზა კოლელიშვილის - შესანიშნავი მსახიობისა და რეჟისორის დაბადების დღეა. ამდენ გაწამაწიაში კინაღამ მიმავიწყდა კიდეც. ბატონო ზაზა, ვითხოვ პატიებას. გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დასწრებოდე უფლის წყალობით ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული შენს დიდ ოჯახთან ერთად.

 

ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი - 62

 

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, დამდგმელი მხატვარი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (2014-2017) - ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი (1996-1997)

 

მსახიობი თელავში დაიბადა 1957 წლის 11 იანვარს. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მანამდე კი, 1981 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1996 წელს - ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო თეატრში, 1984-1992 წლებში - რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1985 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდიაქართულ ფილმში“. 1991-1995 წლებში იყო კინოსტუდიისასპიროზი" დირექტორი; 1992-1995 წლებში - ბავშვთა ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელი; 1998 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისმსახიობები საზღვრებს გარეშე", დამფუძნებელი; 1998-2001 წლებში სერგო ზაქარიაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების სასწავლებლის მსახიობობის ოსტატობა-სასცენო მეტყველების პედაგოგია; 2000-2002 წლებში აჭარის ტელევიზიაში უძღვება საავტორო გადაცემასკაი ამბავი"; 2000-2002 წლებში ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსია; 1999-2003 წლებში შპსმოდი ნახე"- (ხელნაკეთი ნივთები) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია; 2002-2005 წლებში - ხელოვნების აკადემიის ხელოვნების ოსტატობის პედაგოგი; 2009 წელს აფუძნებს კინოსტუდიასგარიგება"; 2011 წელს - "Futura film georgia"- დამფუძნებელი.

 

ფილმოგრაფია:

 

რეჟისორი

 

* გარიგება (1993)

* არჩევანი (2003)

* საქართველო ჩემს გულში (2004, დოკუმენტური)

* ორი ხევსური (2006)

* ქუთაისელი ბაბუა (2007)

* გარიგება 2 (2011)

 

სცენარისტი

 

* ორი ხევსური (2006)

 

პროდიუსერი

 

* საქართველო ჩემს გულში (2004, დოკუმენტური)

 

დამდგმელი მხატვარი

 

* ორი ხევსური (2006)

* ქუთაისელი ბაბუა (2007)

 

მსახიობი

 

* ნატვრის ხე (შეთე, 1976)

* ქორწინება იმერულად - (1979)

* კაშხალი მთაში (გიგო, 1979)

* შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე - (1981)

* კუკარაჩა (მურტალო, 1982)

* ბანდიტი აგურის ქარხნიდან (ჯანო, 1983)

* ათოვდა ზამთრის ბაღებს (აჩიკო, 1984)

* ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა - (1984)

* მამაკაცები და სხვები - (1985)

* ყველაზე სწრაფები მსოფლიოში - (1985)

* დედუნა - (1985)

* ხარება და გოგია (ჟორჟიკა ბერძენიშვილი, 1987)

* ბრავო, ალბერ ლოლიშ! - (1987)

* გამოცხადება - (1988)

* მამა, შვილი და ნიავი - (1988)

* ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი, 1990)

* ისინი - (1992)

* ტბა - (1998)

* ქუთაისელი ბაბუა - (2007)

* მედიატორები - (2008)

* გარიგება 2 - (2011)

 

გარდა ამისა, ზაზა კოლელიშვილი წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო ფილმებში, დადგმებში, თეატრში, - წერს ბუთურიშვილი.

big_banner
არქივი