logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ასეთი იყო მედიკო...
- +

12 იანვარი. 2019. 15:42

 

 

„სამჯერ მედიკო...

მედეა ძიძიგური (მედიკო) საოცარი ქალბატონი იყო...

იმისთანა სხვანაირი შარმი და მომხიბვლელობა დაყვებოდა, სრულიად შეუცნობადი... ის ალბათ ან გაქვს ან არა გაქვს... ვერ შეიძენ...“ - წერს სოციალურ ქსელში ლელა ანჯაფარიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთხელ მახსოვს, ტელევიზიაში მოვიდა, მეოთხე სართულზე, გალიჩკას „კაბინეტში“და იმისთანა შავი ფერის სარაფანი ეცვა, „სხვანაირი“ და ისე უხდებოდა, მართლა ვერ მოწყვეტდი თვალს... მე კი იმ დროს ვიპრანჭებოდი ნამეტნავად და წარმოვიდგინე, რომ სარაფანი გადაწყვეტდა საქმეს და ჩუმად შევეკითხე - „მედიკო დეიდა, სად შეიძლება ასეთი სარაფანის ყიდვა“? იცით, რა ქნა? შესანიშნავ იგორ არაყიშვილს  გულით სთხოვა დიდი ქაღალდი ეშოვა... მერე ოთახიდან ყველა გაისტუმრა... გაიხადა ის სარაფანი... ტირიფივით თხელი იყო მართლა... დადო იმ ქაღალდზე და შემოხატა... ეს თარგიაო... ასეთი იყო მედიკო...

 

ზურიკო კიდევ სულ გაკვირვებული იყო, - ეს ასეთი პატარა გოგო მაკვირვებსო... ყველა მიღებებზე, გინდა თბილისში, გინდა მოსკოვში... გამოჩნდება და  ყურებიდან ფეხები რომ ეწყებათ იმ „ბლანდინკებს“ არაფერი აღარ ესაქმებათო... იმიტომ, რომ ზუსტად 15 წუთში... ყველა მამაკაცი მედიკოს ირგვლივ გროვდებაო.

ასეთი იყო მედიკო...

ბოლოს არ შემიძლია არ გავიხსენო, რამდენჯერმე დამიდია... გალიჩკას „სასტრადო პანორამა“ გადიოდა ეთერში... მედიკო ასრულებდა თავის საოცარ და სენტიმენტალურ რომანსს  „ШЕЛКОВЫЙ ШНУРОК“. ანუ აბრეშუმის თოკზე, რომლითაც რომანსის გმირმა თავი ჩამოიხრჩო... რომანსი იწყებოდა სიტყვებით -  „Милый мой строен и высок“,

 

ზურიკო მივარდა ტელეფონს და მედიკოს დაურეკა,  „რამდენჯერ გითხარიო,  ჩვენი ურთიერთობები ასე სააშკარაოზე არ გამოიტანოო... ახლა ხომ ყველა მიხვდება ვისზე მღერიო“. მედიკომ ვერაფერი ვერ უპასუხა, ისე იცინოდა...

 

ამ დროს, 176 სანტიმეტრიანი ზურიკო დაახლოებით, 120 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის „მილი, სტროინი და ვისოკი“ იყო... მედიკოსთვისაც...  ძალიან მეგობრობდნენ...“ - წერს ლელა ანჯაფარიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი