logo_geo
თინა ხიდაშელი: ხელისუფლებამ მკვეთრი გზავნილი უნდა აჩვენოს!
- +

14 იანვარი. 2019. 22:25

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

 

ვითარების გამოსწორება 2 შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ეს სია აუცილებლად უნდა გავიდეს სესიაზე, ზუსტად ისე, როგორც არის წარმოდგენილი და უნდა ჩავარდეს. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს ძალა, გამჭრიახობა და იმის ნება, რომ იუსტიციის საბჭოთი და საზოგადოებით დამთავრებული მკვეთრი გზავნილი აჩვენოს.

 

ეს არ უნდა იყოს განცხადებები, რომ მაინც ვიცით, რომ რაღაც მოხდება. ეს უნდა იყოს განცხადებები, გადაწყვეტილებაში გადაითარგმნება. როდესაც ტესტი იქნება, რამდენი დეპუტატი მისცემს ხმას ამ სიის წინააღმდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტების მიერ იყო შედგენილი და ლობირებული.

 

მეორე, რა თქმა უნდა, უზენაესი საბჭო შესავსებია. 18 მოსამართლე აკლია. მისი შევსება უნდა მოხდეს კრიტერიუმებით და ისე, რომ არავისში ეჭვი არ გააჩინოს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი