logo_geo
თეა ფირცხალავა: დღეს ქართული თეატრის დღეა...
- +

15 იანვარი. 2019. 00:43

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ქართული თეატრის დღეა...

 

კვლავმემორისდავესესხები და ჩემს ძველ პოსტს შეგახსენებთ, რომელიც 2013 წლის 14 იანვარს დავწერე:

 

კიდევ კარგიახალმასიომ დაჰბერა, თორემ არავის გაახსენდებოდა, რომ ორი წლის წინ ორ ლეგენდარულ ქართველ მსახიობს - თენგიზ არჩვაძესა და ნოდარ მგალობლიშვილს - 80 წელი შეუსრულდათ.

 

ჰოდა დღეს, რუსთაველის თეატრში, ქართული თეატრის დღესთან ერთად, ამ ორი დიდი მსახიობის 80 წლის იუბილეც აღინიშნება. ვულოცავ მათ ამ დღეს და დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

 

ახლა ცოტალირიკულადგადავუხვევ და ვიკითხავ:

 

კიმარა, როგორ უნდა დასხდეს ერთსა და იმავე დარბაზში ეს ორი ადამიანი? მათგან ერთი საგანგებო დავალებათა ოფიცერი, ანუ, ჩვენებურად, ცნობილიპოლიციელია“, ხოლო მეორე ცნობილი კანონიერი ქურდი, „სახელად ბარონი“.

 

მაი აფერი, ჩვენი ხათრით ერთი დღეაიტანენერთმანეთს. გთავაზობთ ფანტასტიურ ფოტოს, რომელზეც ჩვენი დროის მართლაც ლეგენდარული მსახიობები არიან აღბეჭდილნი (სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი უკვე იმქვეყნიურ საქართველოშია): ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ბუხუტი ზაქარიაძე, ირაკლი უჩანეიშვილი და თენგიზ არჩვაძე“ , - წერს ფირცხალავა.

 

 

 

big_banner
არქივი