logo_geo
თეა ფირცხალავა: ბევრისთვის ნალი ერთგვარი თილისმაა და იგი იღბალს უკავშირდება
- +

15 იანვარი. 2019. 02:03

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

სპეციალურად შევარჩიე ნალიანი ფოტოები, რადგან ბევრისთვის ნალი ერთგვარი თილისმაა და იგი იღბალს უკავშირდება. ხომ გინახავთ კარების თავზე ჩაჭედილი ნალი?! ჰოდა, ნალზე, როგორც ბედ-იღბლის თილისმაზე, რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო ვერსია არსებობს. ზოგის თანახმად, ნალის იღბლიანობის აღიარება უძველეს ეგვიპტეში დაიწყო. ისტორიკოსები წერენ, რომ ეს უკავშირდებოდა ეგვიპტეში გამართულ დიდ დღესასწაულებს, რომლის დროსაც ეგვიპტის ფარაონი და მისი ამალა ხალხის წინ ცხენებზე გამობმული ეტლით ჩაიქროლებდა, თან ისეთი სიჩქარით, რომ ცხენებს ფლოქვებიდან ნალები ძვრებოდათ და მოგვიანებით უბრალო ეგვიპტელებს უვარდებოდათ ხელში. აქ საინტერესო ისაა, რომ ის ნალები ოქროსგან იყო ჩამოსხმული და ღარიბ ეგვიპტელებს ეს უდიდეს ბედნიერებად მიაჩნდათ, სჯეროდათ, რომ ბედი ეწეოდათ და მათი მდგომარეობაც გაუმჯობესდებოდა. ამიტომ ნალის პოვნა უდიდეს იღბლად ითვლებოდა. მეორე ვერსიით, პირველი ნალი ეტრუსკებისა და კელტური ტომების პერიოდს უკავშირდება, ხოლო მისი იღბლიანობის ისტორია კელტების მიერ რომის დაპყრობიდან იწყება, რადგან დაპყრობილ მიწებზე ნაპოვნ ცხენის ნალებს კელტები იღბლიანი გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნნევდნენ და სახლის შესასვლელი კარების თავზე აჭედებდნენ - ბოროტი ელფების დასაფრთხობად. ეგვიპტელებისგან განსხვავებით, კელტებში იღბლის მომტანად არა ოქროს, არამედ რკინის ნალი ითვლებოდა.

ასე იყო, თუ ისე, იღბლიან წელს გისურვებთ და დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ, ოქროს ნალს ჩააჭედებთ თქვენი სახლის კარის თავზე, თუ რკინისას... მე რკინის და თანაც დაჟანგული ნალი ყველაზე მეტად მომწონს...

გილოცავთ“ , - წერს ფირცხალავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი