logo_geo
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ მფლობელი თურმე...“ - მირიან ყარაულაშვილი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს!
- +

16 იანვარი. 2019. 23:24

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„...სამი ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ ბინაში, საკუთარ კერიას თავშეფარებული, მრავალი ადამიანი ტრავმირებულია და მათ გადასარჩენად მიდის ბრძოლა!!!

 

და ვისი დანაშაულით მოხდა ეს ყველაფერი?!

 

იტყვით ალბათ: „ყაზტრანსგაზ თბილისის“!!!

 

მაგრამ, ვინაა ამ კომპანიის მფლობელი დღეს?

 

ნახავთ საჯარო რეესტრში ამონაწერს და ვერაფერსაც ვერ გაიგებთ:

 

- თურმე მფლობელია სადღაც ე.წ. ოფშორში - მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ვოლთბეი“!!!

 

ვინაა მისი მფლობელი, ვინაა პიროვნულად პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე- აი, ესაა უპირველესად გასატრკვევი გამოძიების დაწყებისთანავე!!!

 

პასუხი მხოლოდ რიგითმა მეისრემ არ უნდა აგოს!!!

 

პასუხი უნდა აგოს კომპანიის მეპატრონემ და უმაღლესმა მენეჯმენტმა!!!

 

სასწარაფოდ უნდა გასაჯაროვდეს ე.წ. ოფშორში დრეგისტრირებული კომპანიის მფლობელები, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს -ვინაა მათი მკვლელი!!!“ - წერს ყარაულაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

big_banner
არქივი