logo_geo
ნუკა არველაძე: ვისაც გაინტერესებთ, როგორ და რანაირად აღმოჩნდა „ყაზტრანსგაზი“ ბეჟუაშვილების ხელში...
- +

17 იანვარი. 2019. 18:52

 

 

 

 

„ვისაც გაინტერესებთ, როგორ და რანაირად აღმოჩნდა „ყაზტრანსგაზი“ ბეჟუაშვილების ხელში მას მერე, რაც „ნაცებმა“ მიყიდეს ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიას!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყაზტრანსგაზს“ დაუგროვდა დავალიანება საქართველოს წინაშე. და მაშინ არსებული ხელშეკრულების და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ჩამოერთვათ მართვის უფლება და იყო შესული დროებითი მმართველი. ყაზახეთის მხარემ დაიწყო სამართლებრივი დავა.

 

დავა მიდიოდა ლონდონის არბიტრაჟში, სადაც მოუწოდეს მხარეებს მორიგებისაკენ, და შედეგად მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა: ვალების ჩამოწერა განხორციელდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობებს შორის.

 

საქართველოს ჩამოეწერა 2-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე ყაზახურ მხარეს („ყაზტრანსგაზი“ იყო ყაზახეთის სახ.კომპანია). ამის შემდეგ, სწორედ ყაზახებისგან იყიდეს კომპანია ახლანდელმა მფლობელებმა, ბეჟუაშვილებმა და მისმა პარტნიორმა ხვიჩა მაქაცარიამ.

 

სად ხედავთ აქ ან კორუფციას, ან რა შუაშია აქ კორუფცია, როცა ვალის ჩამოწერა მოხდა ლონდონის არბიტრაჟზე მიმდინარე პროცესის მერე და როცა ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკებით ჩაიგდეს ხელში ბეჟუაშვილებმა?!

 

და ბოლოს, ეს შეთანხმება არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს, ანუ  მთავრობას მოსთხოვონ ამ შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნება“, - წერს არველაძე.

 

 

 

big_banner
არქივი