logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ორი რამე ცხადზე ცხადია...
- +

17 იანვარი. 2019. 20:51

 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მაგრამ, ორი რამე ცხადზე ცხადია... ყაზტრანსგაზის ეგრეთ წოდებული „გაზის კონსტრუქციები“ ანუ ჟანგიანი მილების ლაბირინთი ქალაქში, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ერთ ქვეყანაში არ მინახავს (72 ქვეყანაში ვარ ნამყოფი) და ეგრეთ წოდებული „დეველოპერები“... ჩემ მეზობელ პასკალასაც რომ შეუძლია გახდეს „დეველოპერი“ ააშენოს 30 სართულიანი „საქათმო“ და გაყიდოს ისე რომ, რა ააშენა და როგორი სტანდარტით, ქონდა თუ არა „მშენებელი ინჟინერის“ სპეციალობა, იყო თუ არა კომპეტენტური მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაში და ასე შემდეგ კაციშვილი არ მოიკითხავს...“ , - წერს გიორგი ფოფხაძე.

big_banner
არქივი