logo_geo
თეა ფირცხალავა: 1873 წლის 18 იანვარს ბათუმში უდიდესი ქართველი მემედ აბაშიძე დაიბადა
- +

18 იანვარი. 2019. 20:23

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„აჭარა და ქალაქი ბათუმი ყოველთვის.. და მომავალშიც საქართველოს განუყოფელი ნაწილი იქნება!...“ ამ სიტყვებით შეხვდა 1918 წელს ბათუმში შესულ თურქეთის ფაშას ქართველი მამულიშვილი...

1873 წლის 18 იანვარს ბათუმში დაიბადა უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიგლოტი და ქართული მჭერმეტყველებისა და იუმორის დიდოსტატი მემედ აბაშიძე. მამა - იბრაიმ ბეგი აბაშიძე - ქშწკგ საზოგადოების წევრი იყო და ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ილიასთან, იაკობ გოგებაშვილთან, გერონტი ქიქოძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან... დაწყებითი განათლებაც თავადვე მისცა მემედს და დიდი როლი შეიტანა ვაჟის პატრიოტად აღზრდაში. მემედ აბაშიძე წერდა ლექსებსა და მოთხრობებს, თარგმნიდა ომარ ხაიამის რობაიებს, ვერ დაასრულა „ვეფხისტყაოსნის“ თურქულად თარგმნა, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდა, რომ "დაფრთიანებულნი" დღესაც არაერთი მოგონების საბაბი არიან. მემედი იყო აჭარის გაზეთის „სამუსლიმანო საქართველოს“ რედაქტორი და აჭარის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, რისთვისაც არაერთხელ დააპატიმრეს, გადაასახლეს და საპყრობილეებიც ახეხინეს, მათ შორის სტამბოლისა და თბილისის მეტეხის ციხეებიც. „..ჩვენ ქართველები ვართ, საქართველოს ღვიძლი შვილები, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ გარდა საქართველოსი, ჩვენი ხსნა არ არის...“ წერდა მემედ აბაშიძე და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც იცავდა საქართველოს. მისი ერთ-ერთი უდიდესი დამსახურებაა აჭარაში ქართული სკოლების გახსნა და „სამუსლიმანო საქართველოს გათავისუფლების ჯგუფის“ დაარსება თბილისში. დიდი ილია ამაოდ არავის შეაქებდა და ალბთ ბევრზე მეტყველებს მის მიერ მემედ ბეგის ამ სიტყვებით შემკობა: „მემედ აბაშიძე თავისი დროის უაღრესად მრავალწახნაგოვანი პიროვნებაა, ბობოქარი, ეროვნული საქმისადმი თავდადებული, ქედუხრელი, როცა საქმე ეხება აჭარას, ერთიანი საქართველოს ბედს..." ეეეეეჰ, ნეტა დღესაც დამანახა ისეთი მარიფათიანი ადამიანი, რომელიც მემედ ბეგივით ხმამაღლა ეტყვის აჭარაში „მშვიდობიანად“ მომხდურ „კეთილისმსურველებს": „ჩვენ, ქართველები, სტუმართმოყვარენი ვართ... მაგრამ მსურს, კარგად უწყოდეთ, რომ...ტყუილად ნუ იგრძნობთ თავს ჩვენი მიწის ბატონ-პატრონად“. 1918 წელს, ოსმალეთის კავკასიიდან გასვლისთანავე, აჭარის დაუფლებას მრავალი სახელმწიფო ცდილობდა, მათ შორის ინგლისი, რუსეთი და თურქეთის პანთურქისტები. მიუხედავად არაერთი მზაკვრული მცდელობისა, 1919 წელს აჭარა საქართველოს განუყოფელ ნაწილად იქნა აღიარებული. მალე ინგლისის ჯარიც გავიდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. 1921 წელს საქართველოში რუსეთის ჯარები შევიდნენ... თურქებმა დრო იხელთეს და კვლავ შეიჭრნენ ბათუმში. გენერალ მაზნიაშვილის ჯარებმა თურქებს კუდით ქვა ასროლინეს, მაგრამ, სულ რაღაც 1 თვეში, ბათუმი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. 1924 და 1928 წლებში მოხდა სრულიად აჭარის აჯანყება საბჭოური სისტემის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რეპრესიების "ცუნამი", რომლის ტალღებმაც თითქის ყველა და ყველაფერი წალეკეს, მათ შორის მემედ ბეგიც.

1937 წელს მემედ აბაშიძე ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

როგორ ვიფიქრებდი, რომ ვარდების სახელით მოსული ხელისუფლება ერთ-ერთ პირველს - სწორედ საქართველოსთვის დამაშვრალ მემედ ბეგის ძეგლს დაეტაკებოდა და ბაბუაჩემის ძველი სახლის კედლის უკან გადამალავდა. იმედია, მოვა ახალი თაობა, რომელიც სამართალს აღადგენს“ , - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი