logo_geo
ვახო სანაია: ჩვენი ჯაკო - ჩვენი კეთილი მეგობარი...
- +

21 იანვარი. 2019. 22:53

 

 

ლევან ჩხაიძის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაიაც ეხმაურება და მსახიობის ტექსტურ შეტყობინებას აქვეყნებს.

 

ჩვენი ჯაკო - ჩვენი კეთილი მეგობარი“ - წერს სანაია.

 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად. 

 

 

 

big_banner
არქივი