logo_geo
ინგა გრიგოლია: ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა...
- +

22 იანვარი. 2019. 02:36

 

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი. ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი".

 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად. 

 

big_banner
არქივი