logo_geo
ნუკა არველაძე: მამა შალვა ის იშვიათი მარგალიტია, რომელიც გულწრფელად ემსახურება უფალს და ადამიანებს
- +

22 იანვარი. 2019. 11:44

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მამა შალვა - ჩემი სულიერი მამა...

 

ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრების უმძიმესი წლები გადამატანინა, რომელიც მხარში მედგა და ჩემზე, როგორც მართლა შვილზე, ზრუნავდა.

 

ძალიან ცოტა ადამიანია, ვისზეც შემიძლია ვთქვა, რომ თვალდახუჭული გავყვები ჯოჯოხეთში - ჰოდა, ასეთია მამა შალვა ჩემთვის...

 

ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც მას იცნობს.

 

არავის გირჩევთ, გააქილიკოთ ეს ადამიანი.

 

იგი ის იშვიათი მარგალიტია, რომელიც გულწრფელად და სიყვარულით ემსახურება უფალს და ადამიანებს“, - წერს ნუკა არველაძე.

 

 

 

big_banner
არქივი