logo_geo
ბესო ჩუბინიძე: დღეს ამ კარგი ქართველი კაცის დაბადების დღეა! ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს, ჩემო თემო!
- +

22 იანვარი. 2019. 11:51

 

 

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ამ კარგი ქართველი კაცის დაბადების დღეა, ყველამ იცის ჩემი მისდამი დამოკიდებულება და განწყობა, არახალია - ძველია ეს! - ამ ადამიანთან გატარებული ყოველი დღე და ყოველი წუთი შინაარსიანი და აზრიანია, ნებისმიერ თემაზე საუბარი, ბევრი საიდუმლო, ბევრიც უცნობი ამბების ახლებური ხედვა, ბევრიც სწავლა ერთმანეთისგან და ბევრიც საერთო - მათ შორის ყველაზე მეტად - ამ ქვეყნის სიყვარული და მსახურებაა.

 

არ გამოვირჩევი ძმაკაცთა სიმრავლით, მაგრამ ძმაკაცთა ხარისხით - კი...! - ჰოდა, დღეს ზუსტად ამ ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეა, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს, ჩემო თემო, და კიდევ დიდხანს და ერთგულად გემსახუროს ამ ჩვენი პატარა საქართველოს დიდი ქართველებისთვის“, - წერს ჩუბინიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი