logo_geo
ხათუნა ლაგაზიძე: რა წელი დაიწყო ასეთი
- +

22 იანვარი. 2019. 23:09

 

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ღმერთო, როგორი დამანგრეველია ლევანის სიკვდილი, გვიყვარდეს ხალხო ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ, წამია ცხოვრება. რა წელი დაიწყო ასეთი , - წერს ლაგაზიძე.

 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად. 

 

big_banner
არქივი