logo_geo
რატომ ეძახდნენ ლევან ჩხაიძეს ჯაკოს - „უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი“
- +

22 იანვარი. 2019. 23:25

 

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ლე­ვან ჩხა­­ძის ზედ­მეტ­სა­ხე­ლის შე­სა­ხებ წერს, ჩხა­ი­ძეს მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­კოს ეძახ­დნენ.

შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცის რა­ტომ ვე­ძახ­დით ლე­ვანს - ჯა­კოს. წლე­ბის წინ ტვ იმედ­ში მუ­შა­­ბის და­წყე­ბამ­დე რა­დიოჯაკო” - ში მუ­შა­ობ­და. იქი­დან ავიყ­ვა­ნეთ. მალე ნი­უს­რუ­მის და მთლი­­ნად ჩვე­ნი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­და და სპორ­ტულ ამ­ბებს უძღვე­ბო­და. უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან ნაკ­ლე­ბად ვა­კავ­ში­რებ­დი და მათე კირ­ვა­ლი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბულ დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­მაჩ­ნია ჯა­კოს პო­ტენ­ცი­­ლის შემ­ჩნე­ვა და გა­მორ­ჩე­ულ ტე­ლე­რე­პორ­ტი­­რად და წამ­ყვა­ნად მისი ტრანსფორ­მა­ცია (დღეს მა­თეს ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე მე­ტად უჭირს).

რა თქმა უნდა, ტვ პირ­ვე­ლის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის როლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მე­დი­­სა­ხის ფორ­მი­რე­ბა­ში, რო­გო­რა­დაც ქარ­თველ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ლე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბა. ბოლო წლებ­ში, მე იშ­ვი­­თად შემ­ხვედ­რია პო­ლი­ტი­კუ­რი სა­სა­უბ­რო ჟან­რის ისე­თი მზარ­დი წამ­ყვა­ნი, რო­გო­რიც ჯაკო იყო: სხარ­ტი, სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბით, მო­მენ­ტა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ით, მკა­ფიო მეხ­სი­­რე­ბით და კვა­ლი­ფი­ცი­­რი აგ­რე­სი­­ლო­ბით გა­ჯე­რე­ბე­ლი სტი­ლით.

ვწუხ­ვარ, რომ მის­თვის ამ ჩემი შე­ფა­სე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი მაქვს ნათ­ქვა­მი, მინ­დო­და, რომ მუდ­მი­ვი ზრდის მო­ტი­ვა­ცია დიდ­ხანს შე­­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. უმ­ძი­მე­სი დღე­­ბია ჩვენ­თვის და ყვე­ლას თა­ნა­გიგ­რძნობთ, ვი­საც გული წყდე­ბა, რომ ჯა­კოს გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლი­თა და სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკლე­ბით სავ­სე თვა­ლებს ვე­ღარ და­ვი­ნა­ხავთ. ღმერ­თმა სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი და­უმ­კვიდ­როს!” , - წერს თარგამაძე.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა “რეპორტიორში”, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად. 

 

 

big_banner
არქივი