logo_geo
ნინა კობახიძე: რა ნამუსით და სინდისით გინდა გახდე უვადო მოსამართლე?!
- +

23 იანვარი. 2019. 14:58

 

 

„მოლაშვილის და გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მეტი რომ არაფერი ახსოვს საზოგადოებას და ერს შენგან, რა ნამუსით და სინდისით გინდა გახდე უვადო მოსამართლე, თან უზენაესი სასამართლოსი?“ - ასე მიმართავს სოციალური ქსელის მეშვეობით „ბიზნესლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე ლევან მურუსიძეს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თან შენი არსებობა მთლიანად ანგრევს სისტემას და ეჭვებს აჩენს სისტემის სამართლიანობის მიმართ. მურუსიძის ქეისი მარწმუნებს, რომ ნაგლობას, თავხედობას და არაადამიანობას არ აქვს ზღვარი! წადი რა, წაიკითხე ლექცია, თუ ვინმემ მოგისმინა როდისმე, გარეწრობაზე!

 

უამრავ ძალიან ღირსეულ მოსამართლეს ვიცნობ, ვინც იმსახურებს ამ თანამდებობას და ვისი დანიშვნითაც ეშველება სისტემას!“ - წერს კობახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი