logo_geo
ნინო ჯღარკავა: ერთმა ჭკვიანმა იურისტმა უცებ დაწერა მუხლი, რომლის მიღების მერე დეზინფორმატორების სუსი არ იქნება
- +

24 იანვარი. 2019. 11:41

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ევროპარლამენტმა დეზინფორმაციის გავრცელებაზე ხომ მიიღო კანონი და აქ, ჩვენთან, 9 თვე რომ არ იწვალონ 120 იურისტმა და დეპუტატმა, აგერ, ერთმა ჭკვიანმა იურისტმა უცებ დაწერა მუხლი, რომლის მიღების მერე დეზინფორმატორების სუსი არ იქნება.

 

ფიზიკური პირის ან ნებისმიერი სახის, მათ შორის კერძო ან სახელმწიფო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ აუდიო, ვიდეო, სატელევიზიო გადაცემის ან ნებისმიერი ელექტრონული ფორმით სხვა ფიზიკურ პირზე ან დაწესებულება-ორგანიზაციაზე პირდაპირ ან ირიბად განზრახ დეზინფორმაციის, ცილისწამების ან დამამცირებელი ინფორმაციის გავრცელება, რამაც ამ უკანასკნელისათვის პატივის ან ღირსების ანდა მორალური ან ზნეობრივი ზიანი გამოიწვია. 2-4 წლამდე და იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციით.

 

2 ნაწილი: ა) ჯგუფურად. ბ) 2 ან მეორე პირის მიმართ. გ) რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დ) არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან ორსული ქალის მიმართ. ე) პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. ვ) ისეთი ფორმით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ზ) რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური შეურაცხოფის ნიშნით. თ) ანგარებით ან შეკვეთით. ი) იმის მიერ ვისაც ადრე ქონდა ჩადენილი ანალოგიური დანაშაული და გამოტანილია შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენი. ისჯება 4-7 წლამდე და იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციით.

 

მე-3 ნაწილი: ა) იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ბ) რამაც საზოგადოებაში გამოიწვია მასობრივი მღელვარება. ისჯება 6-9 წლამდე და ასევე იურიდიული პირის ლიკვიდაციით.

 

მე-4 ნაწილი: ა) იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება 8-14 წლით და იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციით“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი