logo_geo
ედმონდ მინაშვილი: მადლიერი ვარ, რომ ვარსებობ და მაქვს ნიჭი, შევიგრძნო მთელი სამყარო... მადლიერი ვარ უფლის...
- +

24 იანვარი. 2019. 12:14

 

 

მსახიობი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მადლიერი ვარ, რომ ვარსებობ და მაქვს ნიჭი, შევიგრძნო მთელი სამყარო… მადლიერი ვარ უფლის…

 

როცა მადლიერებაზე გიხდება საუბარი, ძნელია თქვა, კონკრეტულად ვისი ან რის მადლიერი ხარ, ეს აბსტრაქტული ცნება იმდენ რამეს აერთიანებს, რომ ხანდახან ვფიქრობ, ქუჩაში ჩვეულებრივი გამვლელის მადლიერი ვარ, თან მხოლოდ იმიტომ, რომ ისიც ჩემსავითაა… უხარია, ბედნიერია, გრძნობს, ტკივა, განიცდის და უბრალოდ არსებობს სხვა რომ არაფერი, მომწონს, რომ არსებობენ…

 

ვიზრდებოდი და ჩემთან ერთად იზრდებოდა სამყაროც… იზრდებოდა სხეული და იზრდებოდა შეგრძნებები… დგება დრო, როცა ყოველი ახალი, რაღაც საოცარი და განუმეორებელია… გრძნობ ახალს და ცდილობ მთელი ძალით ჩაებღაუჭო, მთელი არსებით იგრძნო და იმათ შეადარო, რაც აქამდე განგიცდია… როცა უბრალოდ არ გინდა ცრემლები დამალო და ტირილი გსურს მაშინ, როცა გიხარია…

 

„გიგრძნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,

მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?

ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...

და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... “

 

ეს სრულყოფილებაა… მინდა, არასოდეს დავიცალო, მინდა, გრძნობისგან აწყობილი ადამიანი ვიყო… მადლიერი ვარ, რომ ამ სამყაროს მცირედი ნაწილი ჩემია… თუმცა, შეიძლება მთელი სამყარო ჩემია!..“ - წერს მინაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი