logo_geo
გია მურღულია: არ არსებობს უნივერსალური სიბრძნე, ყოველი ჩვენგანი სამყაროს ცალკე ელაპარაკება
- +

25 იანვარი. 2019. 03:38

 

ფილოსოფიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ არსებობს უნივერსალური სიბრძნე. ყოველი ჩვენგანი სამყაროს ცალკე ელაპარაკება - რაღაცას ეუბნება და აგებინებს მას და რაღაცას ისმენს და იგებს მისგან. ყოველ ჩვენს გადაწყვეტილებასა და არჩევანს საკუთარი დრო აქვს და ბედნიერება არ ცნობს სიტყვასგვიან“. ცხოვრებას არ აქვს წესები, რომლებიც ყველასთვის საერთოა - მხოლოდ წარმატება კი არა, ზრდილობაც კი სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიხატოს. იცხოვრე და ეცადე, შექმნა ბედნიერება შენთვის და სხვებისთვის. ეს ერთადერთი აზრია, რომელსაც შესაძლოა გონივრული ალტერნატივა არ ჰქონდეს.

 

და ერთიც:

 

სანამ ცხოვრება არ დამთავრდება, კარგ ფიქრს, გადაწყვეტილებასა და მოქმედებას ყოველთვის აქვს აზრიც და მნიშვნელობაც.

 

თავისუფლება, სიკეთე და ბედნიერება არ ბერდებიან და არც კვდებიან , - წერს მურღულია.

 

 

 

 

big_banner
არქივი