logo_geo
სიმონ კილაძე: პეტრო ყოფილი მეგობრის - მიშას მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა...
- +

25 იანვარი. 2019. 12:53

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:

 

„დღის ფოტო.

პეტრო პოროშენკო ისრაელში იყო 22-23 იანვარს. დღეს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიზიტის ფოტოსურათები. ერთ-ერთზე, რომელზეც ასახულია პეტროს შეხვედრა ისრაელის ქნესეტის სპიკერ იული ედელშტეინთან, ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტს პიჯაკი შარვალში აქვს ჩატანებული (საინტერესოა, როგორ შეცდა პრესსამსახური?!). ამ ფოტომ სოციალურ ქსელებში სიცილი და ხალისიანი განწყობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის საიტიდან სურათი ნახევარ საათში გააქრეს, ასლები მაინც ბევრი დარჩა. მოკლედ, პეტრო ყოფილი მეგობრის - მიშას მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა - იმასაც ზოგჯერ რაღაც უცნაურად ეცვა ხოლმე ხან შარვალი, ხან „ნასკები“...“ - წერს სიმონ კილაძე.

 

 

 

big_banner
არქივი