logo_geo
მერაბ მეტრეველი: ვაკის პარკზე შეაქეთ... კი ნუ ლანძღავთ!
- +

25 იანვარი. 2019. 16:52

 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი facebook-ის საკუთარ გვერდზე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შეჩერებას ეხმაურება. როგორც მეტრეველი წერს, თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მშენებლობის შეჩერების გამო შესაქებია და არა გასალანძღი.

 

„თუ გინდათ, რომ თქვენს კრიტიკას ფასი ჰქონდეს, სადაც შესაქებია, იქ უნდა შეაქოთ, სხვა შემთხვევაში, თქვენი კრიტიკის დევალვაცია ხდება. მე ვცდილობ, ყოველთვის ასე მოვიქცე (რამდენად გამომდის, სხვა საკითხია).

 

ამას იმათ გასაგონად ვწერ, მიუხედავად ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის პრობლემის მოგვარებისა, მაინც კალაძეს რომ ლანძღავენ.

 

ვაკის პარკზე შეაქეთ, „გამოქანებაზე“ კი გალანძღეთ. მგონი მარტივია“, - წერს მერაბ მეტრეველი.

 

 

 

 

big_banner
არქივი