logo_geo
ანა მარგველაშვილი: იქნებ ამიხსნას ვინმემ!
- +

24 იანვარი. 2017. 13:54



საქართველოს პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისმა პირადმა მძღოლმა ფოსტის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„საქართველოში ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ გავაკეთებ კომენტარს ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. ეს არის სრული დეზინფორმაცია და მას შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება.

 

გადასამოწმებლად არც უფიქრია დაერეკა ჩემთან ან პრეზიდენტის პრესსამსახურში. ეს ე.წ. „ჟურნალისტი" წერს, რომ ჩემმა მძღოლმა თუ დაცვამ, სცემა და დაჭრა პიროვნება. მინდა განვაცხადო, რომ სტატიაში მითითებული ადამიანის, კერძოდ სანდრო მარტიაშვილის არც სახელი და გვარი არ ვიცოდი და არც ვიცნობ მას, როგორც გავარკვიე, ის სახელმწიფო სტრუქტურაში საერთოდ არ მუშაობს და ეს თვითმარქვიობა ისჯება კანონით. იქნებ ამიხსნას ვინმემ... რატომ შეიძლება, მსგავსი სიცრუე მიაწოდო მკითხველს და რა ინტერესი აქვს ჟურნალისტს, დაწეროს აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

 

ჟურნალისტები რის მიხედვით აგყავთ სამსახურში? რომლებიც სრული არაპროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რომლებსაც არანაირი უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ? სასურველი იქნება, საფუძვლიანად გარკვიონ ამ სიცრუის სათავეები და მოიხადონ ბოდიში!!! რა თქმა უნდა, მომხრე ვარ თავისუფალი პრესის, მაგრამ თავს უფლება არ უნდა მისცეთ, თავისუფლად გაავრცელოთ სიცრუე! ეს არის ცილისწამება. ხოლო სტატიაში მოხსენიებული ადამიანი (რომელიც, ჩემი აზრით, სრული არაადამიანია), თუ გამოძიება დაადგენს, რომ მართლა ჩაიდინა ეს სამარცხვინო და სასტიკი დანაშაული, ვიმედოვნებ, სრულად აგებინებენ პასუხს თავის ქმედებაზე, კანონის შესაბამისად", - წერს ანა მარგველაშვილი.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა იწყება. საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის პირად მძღოლს ფოსტის თანამშრომლის ცემასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში ედება ბრალი. სკანდალურ საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის შვილის პირად  მძღოლს სანდრო მარტიაშვილს 3000-ლარიანი გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება საქმის მასალებს, დაზარალებული „პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებულ სანდრო მარტიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გადაკვალიფიცირდა. ამ ფაქტს 27 წლის მამუკა ხამასურიძე გამოძიებაზე შესაძლო ზეწოლას უკავშირებს.


http://primetime.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AB/    


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი