logo_geo
გიორგი გაბედავა: ისედაც ყველა ყველაფერს ხვდებით და ჩუმად ხართ უმეტესობა... ცუდია, ძალიან ცუდი...
- +

28 იანვარი. 2019. 11:45

 

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2006 წლის 28 იანვარს მოკლეს სანდრო გირგვლიანი... დამნაშავეები დღემდე არ არიან დასჯილები სათანადოდ, მეტიც, მათი ხელის დამფარებლების ხელშია სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად მთავრობა... ირინა ენუქიძეს სიცოცხლის ბოლო წამამდე სჯეროდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ის დღემდე უძრავად დგას... ბევრი პოლიტიკოსი გახდა ამ თემით „პოპულარული“, ბევრმა იწერა ქულები, მოხვდნენ მთავრობაში, მაგრამ არაფერი უქნიათ სამართლიანობის აღსადგენად... მხოლოდ მაშინ, როცა დასჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ სანდრო გირგვლიანის დაუსჯელი მკვლელები... საუკუნეების მანძილზე, საქართველო არასოდეს ყოფილა ქვეყანა, სადაც ადამიანის ტრაგედიებს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო 25 წლის მანძილზე ეს ნორმა გახდა... სამწუხაროდ, ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი მუდამ იყენებს ადამიანების ტრაგედიას ქულების დასაწერად... ისედაც ყველა ყველაფერს ხვდებით და ჩუმად ხართ უმეტესობა... ცუდია, ძალიან ცუდი...

 

ღმერთმა აცხონოს სანდროს სული და მასთან ერთად ყველა ადამიანი, ვინც რეჟიმს შეეწირა“, - წერს გაბედავა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი