logo_geo
გელა ზედელაშვილი: რაც საქართველო არსებობს, ხან - მედასავლეთეები ხართ, ხან - ჩრდილოეთელები, ხან...
- +

24 იანვარი. 2017. 20:47


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე ტარტაროზი აცხადებს, დასავლური ორიენტაცია რომ გვაქვს, ეს კონსტიტუციაში ჩავწეროთ, NATO და ევროკავშირიც დავაფიქსიროთო!

 

NATO და ევროკავშირი პირადობის მოწმობებშიც რომ ჩაგვიწეროთ, არ გინდათ?!

 

რაც საქართველო არსებობს, ხან ფრანციცულები ხართ, ხან - პეტერბურღში დაწინაურებული თავად-აზნაურები, ხან "ცეკა კაპეესესები", ხან - მედასავლეთეები, ხან - ჩრდილოეთელები, ხან - აღმოსავლეთელები... იყო დრო, ისპაჰანში გარბოდით თანამემამულეების ჩასაშვებად, იყო დრო - რუსეთში გარბოდით ისევ თანამემამულეების ჩასაშვებად, ახლა ბრიუსელსა და ამერიკაში გარბიხართ ქვეყნის ჩასაშვებად!" , - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი