logo_geo
ია მეტრეველი: წყეულიმც იყოს ის დღე, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ განხორციელდა საქართვლოში
- +

29 იანვარი. 2019. 14:54

 

 

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წყეულიმც იყოს ის დღე, როდესაც წინასწარ დაგეგმილი პროექტი, ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუცია“ განხორციელდა საქართვლოში. ამ უდიდესი ბოროტების, სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მას მერე დაიწყო ყველა უბედურება ჩვენს ქვეყანაში, მან და მისმა გუნდმა შექმნეს ეს საშინელი, ბინძური სისტემა, რომელიც დღემდე ვერ დავანგრიე. დღეს, ყველა მსხვერპლნი ვართ ამ სისტემის, ალბათ, არ დარჩა ადამიანი ამ ქვეყანაში, რომ პირდაპირ თუ ირიბად არ შეგვხებოდა სისტემის ბოროტება, სააკაშვილს უნდოდა გაექრო, წაეშალა ყველაფერი ქართული, ყველაფერი ღირებული, ყველაფერი წმინდა, რაც კი გაგვაჩნდა ქართველ ერს. მას სურდა ახალი ჯიშის ადამიანების გამოყვანა და ახალი თაობის გამოზრდა, უსულო და დაუნდობელ ადამიანებად, რაც დიდი მონდომებით მიმდინარეობდა სკოლებსა თუ ინსტიტუტებში, საუბედუროდ, ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, სწორედ ამიტომ ვცხოვრობთ ამ გაუსაძლის სიტუაციაში, სადაც ისე გაგითელავენ ღირსებას, მორალს, ისე გესვრიან ტალახს, ისე დაგწამებენ ცილს, რომ პასუხსაც არავინ მოსთხოვთ. ეს რა დღეში ვართ, რას დაგვამსგავსეს, შეუძლებელი გახდა უკვე ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენს ლამაზ სამშობლოში, რომლის გარეშეც ერთი დღეც არ შემეძლო, დღეს კი ვფიქრობ, სად გავიქცე, ან კი როგორ დავტოვო ერთადერთი შვილის საფლავი. სააკაშვილია ყველაფრის თავი და თავი, მან დანერგა ყველანაირი სიბინძურე, ფარული მოსმენები და გადაღებები. გვისმენდნენ ყველგან და ყველაფრიდან, მეგობარი მეგობარს ვეღარ ესაუბრებოდა, ოჯახის წევრები საკუთარ ოჯახებში ჩურჩულით საუბრობდნენ, ყველგან გვიღებდნენ, პირად სივრცეებში იჭრებოდნენ და შემდეგ კარგად გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს და იმის მერე, რაც დავამარცხეთ ეს სასტიკი რეჟიმი, დღეს იგივე გრძელდება?! ის უამრავი საშინელი ჩანაწერები, რომლებიც კასრებში შენახული იპოვეს და შემდეგ ვითომ გაანადგურეს, დღესაც რატომ ვრცელდება? ან საერთოდ, მაშინაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ მტკიცებულებების განადგურების, რაც იყო სწორედ, მამხილებელი იმისა, თუ როგორი რეჟიმი მძვინვარებდა საქართველოში, სააკაშვილის კრიმინალური მთავრობის პერიოდში.

 

რაც ძალიან მაოცებს და ღიმილს მგვრის, სატირალი რომ არ იყოს, არის ის, რომ ამ ყველაფრის შემომქმედნი პარლამენტში რომ სხედან, ისინი რომ გამოხატავენ აღშფოთებას ფარული ჩანაწერების გავრცელებასა თუ მათი კარის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გამო.

 

მოკლედ, შავ ჭირად გვექცა „ნაციონალური“ ხროვა და ბოლომდე ვერაფრით მოვიშორეთ, მათ მიაღწიეს იმას, რომ აღარც პატრიოტიზმია, აღარც მორალი, აღარც ადამიანობა, აღარც ზნეობა და აღარც ქართველობა ჩვენს ქვეყანაში. სიკეთე ბოროტებამ ჩაანაცვლა. ჩვენ ხომ ამისთვის არ გვიბრძოლია, ჩვენ ხომ სამართლიანი ქვეყნის და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის ვიბრძოდით თავგანწირვით, სამწუხაროდ, ამ ბრძოლას არა ერთი ჩვენი თანამებრძოლი შეეწირა.

 

ახლა კი მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ეს საზიზღრობა ჩაიდინა ეკას მიმართ, ამით ეკას ვერაფერი დააკელით, პირიქით, გააძლიერეთ და ბრძოლის ჟინი შემატეთ, თქვენ კი საზოგადოების ზიზღი დაიმსახურეთ. როგორ დახვედით ასეთ სიმდაბლეზე, მე მრცხვენია თქვენს მაგივრად. იმედი მაქვს, გამოძიებული იქნება ამ სიბინძურის ჩამდენი და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ამ მარაზმს ქვეყანაში“, - წერს მეტრეველი.

 

big_banner
არქივი