logo_geo
შოთა გლურჯიძე: სამართლიანად მიმაჩნია ბაგრატიონთა გვარის დაბრუნება საქართველოს სიმბოლოდ
- +

20 ნოემბერი. 2016. 13:22



მხატვარი შოთა გლურჯიძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„კითხვაზე პასუხი: „პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, თუ ყველა მოქალაქემ?" ჩემთვის სრულიად ნათელია, საყოველთაო არჩევნები უფრო მისაღებია, ყოველ შემთხვევაში ამ პარლამენტისათვის ეს მანდატი ჩვენ არ მიგვიცია და ჩემი აზრით, ეს უფრო რეფერენდუმის საკითხია. ასევე სრულიად გაუგებარია პრეზიდენტის ფუნქციები, წარმომადგენლობითი, უზენაესი მსაჯულის, თუ მხედართმთავარისა.

 

საერთოდ კი უფრო სამართლიანად მიმაჩნია არა პრეზიდენტის არჩევა, რომლის კანდიდატურაც, როგორც ვნახეთ, ნამდვილად ძნელი შესარჩევია ჩვენს დროში, არამედ ბაგრატიონთა გვარის დაბრუნება საქართველოს სიმბოლოდ, არჩეულიცაა და მადლმოსილიცაა უფლისგან ეს გვარი, ათასწლეულები ემსახურებოდა და იცავდა საქართველოს, სიმბოლოცაა ჩვენთვის ყოველგვარი ღირსებისა და დროშაც.

 

დამიჯერეთ ყველა ქართველს ამ გვარის პატივისცემა და შენახვა უფრო აქვს გენში ვიდრე პრეზიდენტისა, რა კარგი ადამიანიც არ უნდა იყოს ის.

 

პრეზიდენტის სასახლე კი ერთგვარი „ბაგრატიონთა სახლი" უნდა გახდეს, ამ გვარის ცოცხალი მუზეუმიც და ქართული ტრადიციების დაცვის ადგილიც!!!" - წერს შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში. 


 

 

 

big_banner
არქივი