logo_geo
ზაზა სიამაშვილი: გმადლობთ, ბატონო როინ, იმ უნიკალური წიგნებისთვის, დროდადრო რომ ჩუქნით საზოგადოებას!
- +

31 იანვარი. 2019. 15:56

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი რექტორი! რა სიამაყით ვამბობ ამ ორ სიტყვას! დიახ, ჩემი რექტორი! 1991 წლიდან დღემდე! მერე რა, რომ აღარ ვართ უნივერსიტეტში, მაგრამ სადღაა უნივერსიტეტი?! დავასწარით და არ დავუცადეთ, შევსწრებოდით უნივერსიტეტის დაქცევას, არ ვისურვეთ ამ ოჯახის ქელეხზე ყოფნა! გმადლობთ, ბატონო როინ, იმ წლებისთვის, გმადლობთ მეგობრობისთვის, იმ უნიკალური წიგნებისთვის, დროდადრო რომ ჩუქნით საზოგადოებას და მათ შორის, უმცროს მეგობარს! „თამარ მეფე“ გასული წლის საუკეთესო დოკუმენტურ პროზად იქცა! ავტორი? - ჩემი რექტორი! დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ექვსტომეულის გამოცემა დასრულდა! ვისი თავკაცობით??? - ჩემი რექტორის! რომელი ერთი მოვთვალო?! მართლაც, დიდი ბედნიერებაა, ასეთ ბუმბერაზ ადამიანთან ამდენი წელი რომ გაკავშირებს! წლები?! აზრი, ფიქრი, ღირებულება, დამოკიდებულება... რა ცოტა შემომრჩა ირგვლივ... მადლობა უფალს, რომ ჯერ კიდევ მყავს!“ - წერს სიამაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი