logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: გაგიგიათ ასეთი რამ, „ბავშვობის სუნი"?
- +

2 თებერვალი. 2019. 00:35

 

მედიაჰოლდინგ „კვირა“ - ს მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, მაგალითად ის, 90-იანებში სასკოლო ბაზრობაზე რომ ტრიალებდა - ახალი ჩანთების, თუ საკანცელარიო ნივთების სუნი. კიდევ, დედებს ხელზე რომ ასდიოდათ ვანილის სუნი (მაშინ ნამცხვრებსაც სხვანაირს აცხობდნენ). ან, ის სკოლის ბუფეტში რომ ტრიალებდა. პურიანი კატლეტების და „კორჟიკების" ეპოქაში. ჰოდა, რატომ გამახსენდა - ცოტა ხნის წინ, ლუკამ „ფრესკოში" კბილის პასტის ნაცვლად, რუსული წარმოების საბავშვო კრემი იყიდა, აერია შემთხვევით. მედო და მედო. დღეს რატომღაც გავხსენი და ვიცანი - ჩემი ბავშვობის „ძეწკი კრემი“! თუმცა, ახლა უკვე სხვანაირ შეფუთვაშია. მოგონებების მთელი სკივრი გამეხსნა, უამრავი კეთილი ამბით. დიდებული ყოფილა "ბავშვობის სუნი", გამაბედნიერა“, - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი