logo_geo
რუსუდან შარაძე: გაოცებული ვარ ეკა ბესელიას პიროვნული სიძლიერით!
- +

2 თებერვალი. 2019. 01:03

 

აკადემიკოსის გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ ყველაზე მდაბიო, ყველაზე ბინძურ ბრძოლაში, მე მხარს ვუჭერ ეკა ბესელიას, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არაერთი პრეტენზია მქონდა, მამაჩემის საქმეზე რომ დუმდა და ეს არც დამიმალავს. არც ის მაინტერესებს, გულწრფელი იყო, თუ პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი გადადგა. ასეც რომ იყოს, ამით ჯალათი მოსამართლეები თეთრდებიან თუ როგორაა საქმე? არგუმენტი ისეთი უნდა იყოს, რომ ქვას ხეთქავდეს, დანარჩენი ბინძური პიარია. კიდევ ერთი, როგორც ადამიანი, როგორც ქალი გაოცებული ვარ ეკას პიროვნული სიძლიერით. მაგალითის მომცემია.

გამარჯვებას ვუსურვებ!“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი