logo_geo
სოსო რობაქიძე პოლიციამ დააკავა
- +

25 იანვარი. 2017. 16:12


 


„ყურადღება! სოსო რობაქიძე ახლახან პოლიციამ დააკავა!" - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზაზა დავითაია ავრცელებს.


„ნაცების მიერ სადისტურად მოკლული ბუტა რობაქიძის მამა და ბიძა, სოსო და ვასიკო რობაქიძეები რამდენიმე წუთის წინ პატრულმა დააკავა და ახლა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ეს ამბავი დიტო ჩუბინიძემ გადმომცა, რომელთანაც ვასიკო რობაქიძეს მოუხერხებია დაკავშირება. დაკავების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ უამრავი სისხლიმსმელი, კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ნაცი მშვიდად დადის ქუჩაში და დასჯის ნაცვლად, პირიქით ემუქრება საზოგადოებას!" - წერს დავითაია.


ამ დროისთვის, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.





 

big_banner
არქივი